"ხვალ დილის 10 საათზე, ხელმისაწვდომი იქნება ის გვერდი, რომლითაც შეძლებთ ხმის მიცემას" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ ენმ-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ნაყოფიას თქმით, პარტიის შიდა არჩევნები ფარული იქნება. არჩევნების 30 იანვარს 10:00 საათზე დასრულდება, შედეგები კი იმავე დღეს გამოქვეყნდება
გუშინ დილით 10:00 საათზე უკვე შეწყდა ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ამ დრომდე გამფილტრავი ჯგუფები უკვე მუშაობენ იმ ადამიანების იდენტიფიცირებაზე ვინც შესაძლოა სხვადასხვა მანიპულაციის შედეგად აღმოჩნდა, ან არ წარმოადგენენ პარტიის წევრებსა და ამომრჩევლებს. წინასწარი ინფორმაციით, ასეთ ადამიანთა რიცხვი საერთო რიცხვის 2-3%-ს არ აღემატება. დაახლოებით დღეს 10:00 საათზე ისევ შეიკრიბება კომისია უკვე საბოლოოდ სიების დასამტკიცებლად, რომელიც უკვე გადაეგზავნება ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომელიც ენმ-ს პარტნიორია ამ არჩევნებში.
ხვალ უკვე დილის 10:00 საათზე მიეცემა სტარტი არჩევნებს და უკვე ხელმისაწვდომი იქნება ის გვერდი, რომლითაც შეძლებთ ხის მიცემას... არჩევნების იქნება ფარული, ვერავინ ვერ გაიგებს მიიღეთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა და ვის მიეცით ხმა. ეს არჩევნები არის სრულად ფარული და წვდომა პრაქტიკულად არავის აქვს. არჩევნები დასრულდება 30 იანვარს 10:00 საათზე, შედეგები გამოცხადება იმავე დღეს. კომისია სწრაფად შეიკრიბება და ვვარაუდობთ, რომ 12:00 საათისთვის უკვე შედეგები ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის", - ამბობს კობა ნაყოფია
შეგახსენებთ, რომ ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის 4 კანდიდატი- ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძვიან. არჩევნები 28-29 იანვარსაა და გამარჯვებული კანდიდატი ორშაბათს გაირკვევა.