მიხეილ სააკაშვილი: არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი ადამიანი, ვინც 2021 წლის ოქტომბერში ჩემს საქართველოში დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის შემოგზავნილი აგენტი იყო

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოთქვამს ეჭვს, რომ ის ხალხი, ვინც საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმა,  რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ:

"არცერთი ქვეყანა რუსეთის გარდა, არ აღიარებს და ცნობს ჩემ ბრალეულობას და ჩემ მიმართ გამოტანილ განაჩენებს. მე მინდოდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ცუდი დრო დაემთხვა - ცოტა ხანში რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინასთან. არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი ადამიანი, ვინც 2021 წლის ოქტომბერში ჩემს საქართველოში დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის შემოგზავნილი აგენტი იყო." ამბობს მიხეილ სააკაშვილი Spiegel-თან ინტერვიუში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი