კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ ქვეყანაში სპეციალური პალატების დეფიციტია. პაციენტები „მთავარ არხს“ ატყობინებენ, რომ მედპერსონალი ხშირად სათანადო ეკიპირების გარეშე მუშაობს, თითქმის არ იშოვება სამედიცინო პირბადეები.
დაუცველები არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც, რომლებიც მაღალიო რისკის მქონე პაციენტებთან ყოველგვარი დამატებითი თავდაცვის გარეშე დადიან და შემდეგ მორიგეობას სხვა გამოძახებებზე აგრძელებენ.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, კლინიკა „ლანცეტის“ გვერდით სასტუმროში საკარანტინო ზონა მოეწყო. „ლანცეტის“ თანამშრომლები აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, ხოლო მათი დირექტორი განცხადებას რამდენიმე საათში გააკეთებს.
სასტუმრო, სადაც ახალი საკარანტინო ზონა მოეწყო, სამი წელია, რაც დაკეტილია. კარანტინში მყოფი პაციენტები არასახარბიელო მდგომარეობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ გათბობა არ არსებობდა.
გავიყინეთ ყველა, ისე ციოდა, რომ 5-5 პლედი გვეფარა, სრულიად გადაყინული ვარ და გარეთ დერეფნებში ისე ცივა, რომ გასვლასაც ვერ ვახერხებ. ღამე მგონი კიდევ მოიყვანეს, მაგრამ საერთოდ არავინ გამოჩენილა“, - ამბობს ერთ-ერთი პაციენტი.
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ ხელისუფლება „კოვიდ-19“-ს მოუმზადებელი შეხვდა და ეს ყველაფერი ვირუსით გამოწვეულ საფრთხეებს კიდევ უფრო ზრდის.
სასწრაფოს მედპრესონალი უნდა იყოს ისე აღჭურვილი, რომ თვითონ იყვნენ დაცულები და არ გახდნენ ვირუსის გადამტანი წყარო“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ორი შემთხვევა არის დადასტურებული.