"ფლაგვის დეტექტორის" ინფორმაციით, სტადიონების განათების 2,7 მლნ ლარიან ტენდერში ერთი დღის დაფუძნებულმა შპს გლობალ იმპორტ ჯგუფმა გაიმარჯვა.
"შესყიდვების სააგენტომ საფეხბურთო მოედნების გასანათებელი მოწყობილობებისა და თანმდევი მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომელიც ზუსტად წინადადებების მიღების დღეს იყო დაფუძნებული, შესაბამისად არ ჰქონდა გამოცდილება, თუმცა გამოცდილების ქონა არც მოეთხოვებოდა.
ტენდერის სავარაუდო ღირებულება 2,725,000 ლარი იყო და მასში 5 კომპანია მონაწილეობდა, ხოლო გამარჯვებულმა შპს გლობალ იმპორტ ჯგუფმა 1,896,000-ლარიანი შეთავაზება გააკეთა" - წერს ფლანგვის დეტექტორი