
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი, თომას ბახი გააკრიტიკა, რუსი და ბელარუსი სპორტსმენების საერთაშორისო შეჯიბრებებზე ნეიტრალური სტატუსით დაშვების შესაძლებლობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო:
"არ შეიძლება იმედგაცრუებული არ იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ამჟამინდელი თავმჯდომარის განცხადებებით. მე მას არაერთხელ ვესაუბრე და არასოდეს მომისმენია, როგორ აპირებს სპორტის დაცვას ომის პროპაგანდისგან, თუ რუს სპორტსმენებს საერთაშორისო შეჯიბრებებზე დააბრუნებს. არ არსებობს ნეიტრალიტეტი, როცა ასეთი ომია. და ჩვენ ვიცით, რამდენად ხშირად ცდილობენ ტირანები გამოიყენონ სპორტი თავიანთი იდეოლოგიური ინტერესებისთვის. აშკარაა, რომ რუსი სპორტსმენების ნებისმიერი ნეიტრალური ბანერი სისხლით არის შეღებილი.
უკრაინელი სპორტსმენები იძულებულნი არიან დაიცვან თავიანთი საყვარელი ადამიანების სიცოცხლე და ჩვენი ხალხის თავისუფლება რუსული აგრესიისგან. რუსეთის დარტყმებმა ასობით და ათასობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა, რომლებსაც შეეძლოთ მსოფლიო სპორტი თავიანთი ნიჭით გაემდიდრებინათ", - თქვა ზელენსკიმ.
მან თომას ბახი ბახმუტში მიიწვია, რათა საკუთარი თვალით ნახოს, რომ "ნეიტრალიტეტი არ არსებობს"