„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება.
პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი: მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძვიან. არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულთა რიცხვი 49 756 ადამიანს შეადგენს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპრტიული არჩევნები 30 იანვარს დილის 10:00 საათზე დასრულდება.