არჩევნები ნაციონალურ მოძრაობაში - ხმის მიცემის პროცედურა 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო. თავმჯდომარეობის კანდიდატების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახლა კენჭისყრა შეუფერხებლად მიდინარეობს და ამომარჩეველს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება უპრობლემოდ შეუძლია.
დღეს გაირკვა, რომ რამდენიმე ათეულ ამომრჩეველს პარტიაში სპეციალურად შექმნილმა კომისიამ უარი უთხრა ხმის ხმის მიცემაზე, რადგან ისინი არა ნაციონალური მოძრაობის, არამედ სხვა პარტიის მხარდამჭერები არიან.
"ის პოლიტიკოსები რომლებიც დარეგისტრირდნენ სხვა სუბიექტებს ვგულისხმობ, ენმ-ის შიდა არჩვენებზე, არ ვიცი რას ემსახურებოდა მათი მიზენი. მინდა, საჯაროდ ვუთხარა, რომ ის კლოუნადა, რომლის მოწყობაც უნდოდათ, ჩვენ ეს ჩავუშალეთ და ყევლა ის ადამიანი, რომელიც არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვსი დარეგისტრირდა ენმ-ის შიდა არჩევნებში, ყველა არის გაფილტრული, არამხოლოდ "ქართული ოცნებიდან",- ამბობს ლაშა ფარულავა.
შეგახსენებთ, პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი: მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძვიან.