ბათუმში 42 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს 

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  ბათუმში 1980  წელს დაბადებული ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი. გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები, ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტში 42 წლის ქალს გლოვობენ. ბათუმში, რამდენიმე დღის წინ, სამუშაოდ წასული დალი ელიზბარაშვილი პოლიციამ გარდაცვალი იპოვა. 

დალი ელიზრაბაშივლი ბათუმში ქირით ცხოვრობდა და მუშაობდა. სამართალდამცველებმა ოჯახს უთხრეს, რომ დალი ელიზბარაშვილი აბაზანაში გარდაცვლილი ნახეს. სამართლადამცავი უწყების ცნობით, ქალმა თავი მოიკლა. 

ოჯახის მტკიცებით კი, ქალი ჯერ აწამეს და შემდეგ მოკლეს, ამიტომ ისინი ხელახან ექსპერტიზას ითხოვენ. მათი თქმით, ბათუმიდან მშობლიურ სოფელში გადასვენების შემდეგ, ქალის ცხედარზე დაზიანებები აღმოაჩინეს. 

ვრცლად ამ თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი