ცენტრ ემპათიის ექსპერტის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სამხარაულის ექსპერტიზის მიერ მომზადებული დასკვნა ყალბ ინფორმაციას შეიცავს.
ჯიშკარიანი, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას მძიმედ აფასებს და მოსამართლეს მოუწოდებს დროულად მიიღოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის სასჯელი გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე.
"მის მიმართ ხორციელდება ენით აღუწერელი მტრული კამპანია, რაშიც ჩართულია პირადად იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და ახორციელებს ექსპერტების მიმართ დისკრედიტაციულ კამპანიას. მან ამ სიყალბის მანქანაში ჩართო სამხარაულის ექსპერტიზა და მოამზადებინა დასკვნა, რომელიც შეიცავს ყალბ ინფორმაციას. მოვუწოდებ მოსამართლეს, რომელიც როგორც მინიმუმ, არასერიოზულად უდგება სასამართლო პროცესებს და ახლა უნდა მიიღოს გაყალბებული სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა მხედველობაში, თავს ნუ იგდებს მასხრად, კეთილი ინებოს, წაიკითხოს ცენტრი ემპათიის დასკვნა და დროულად მიიღოს გადაწყვეტილება" , - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე დღეს კლინიკა ვივა მედის კლინიკურმა დირექტორმაც ისაუბრა. მისი თქმით, სააკაშვილი წონაში ყოველდღიურად იკლებს და თუ ასე გაგრძელდება, "არაა გამორიცხული, რომ ფატალური შედეგი დადგეს".
ჩხაიძის განცხადებას სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის ექიმი, ნევროლოგი თენგიზ წულაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფმა ჯერ კიდევ დეკემბერში დაწერა, რომ მიხეილ სააკაშვილს კახექსია აღენიშნება და წონის კლების შემთხვევაში, შესაძლოა მძიმე შედეგები დადგეს.