"არანაირი მეორე ტური არ იქნება" - ლევან ხაბეიშვილის განცხადება არჩევნების მიმდინარეობაზე და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე

გამოქვეყნდა:

"რატი ბრეგაძემ  კარგად უნდა იცოდეს, რომ ივანიშვილთან ერთად პასუხისმგებლობას იღებს მესამე  პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა  ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის უმძიმეს მდგომარეობაზე ისაუბრა.

"ჩვენ ვხედავთ, რომ რეანიმაციაში გადაყვანის ნაცვლად და ეს სჭირდება პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მიზანმიმართულად ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ამ ყველაფერს ასრულებს რატი ბრეგაძე ,არ  გადაჰყავთ რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი მიზეზით,  იმიტომ, რომ შემდეგ უკვე სასამართლოსთვის შეუძლებელი აღარ იყოს, რომ ტყვეობაში დატოვოს მიხელ სააკაშვილი...

რატი ბრეგაძემ  კარგად უნდა იცოდეს, რომ ივანიშვილთან ერთად პასუხისმგებლობას იღებს მესამე  პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე...მე მინდა ვუთხრა მას, რომ უახლოეს პერიოდში მას მოეთხოვება და თუ უნდა მუქარად მიიღოს რატი ბრეგაძემ, მას გაურთულდება პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება." - ამბობს ხაბეიშვილი

რაც შეეხება პარტიის შიდა არჩევნებს ხაბეიშვილი ამბობს, რომ  არანაირი მეორე ტური არ იქნება:

"ამ დროისთვის 51%-ზე მეტი უკვე დააფიქსირა 25 000 ათასზე მეტმა ადამიანმა. არანაირი მერე ტურები ენმ-ში არ იქნება, არანაირი დასაკარგი დრო ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს, ისედაც ბევრი დავკარგეთ ჩვენდა სამწუხაროდ. ახლა მინდა დარჩენილ 49%-ს მოვუწოდო სასწრაფოდ მიიღონ მონაწილეობა და გახდნენ ცვლილებების მონაწილე." - ამბობს ხაბეიშვილი

რაც შეეხება საარჩევნო პროცესის დროს მიმდინარე ხარვეზებს. ხაბეიშვილის თქმით, მოქმედებს ცხელი ხაზი ნომერზე 0 322 2830 055 და ის ამომრჩევლებს ნებისმიერ შემთხვევაში დაეხმარება

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი