11 საათზე მეტია ენმ-ში არჩევნები მიმდინარეობს - 30 ათასზე მეტმა პირმა პოზიცია უკვე დააფიქსირა

გამოქვეყნდა:

მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის არჩევნები უკვე 11- საათზე მეტია მიმდინარეობს. ამ დროისთვის  30 ათასზე მეტმა  პირმა კენჭისყრაში მონაწილეობა უკვე მიიღო. ეს ნიშნავს რომ ნაციონალური მოძრაობის 50 ათასამდე დარეგისტრირებული   მხარდამჭერიდან, არჩევნებში პოზიცია 50%-მა უკვე დააფიქსირა.  

არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება და ხმის მიცემა 30 იანვარს, დილის 10 საათზე დასრულდება. მხარდამჭერებს 48 საათი აქვთ იმისთვის რომ არჩევანი გააკეთონ. 

ნაციონალური მოძრაობის  - თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი: მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი,  ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძვიან. ვინ ჩაიბარებს პარტიის თავმჯდომარეობას ეს ორშაბათს 30 იანვარს, დღის 12 საათისთვის გამოცხადდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი