რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის თქმით, თუ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, ის არ დაიწყება ტანკებით ან მოიერიშე თვითმფრინავებით.
პირველ რიგში, უკრაინის დაცვა, რომელიც არავის ჭირდება ვერ გადაარჩენს ბებერ კონტინენტს შურისგებისგან. მეორეც, მესამე მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში, ის არ იქნება ომი ტანკებით და გამანადგურებლებით. ამ შემთხვევაში, აუცილებლად ყველაფერი მტვრად იქცევა“, - ამბობს მედვედევი
ამით მედვედევი გამოეხმაურა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს განცხადებას, რომ თუ რუსული ტანკები კიევსა და ევროპის საზღვრებს მიაღწევს, მესამე მსოფლიო ომი გაჩაღდება და რომ უკრაინაში გაგზავნილი იარაღი ესკალაციის შეჩერებას ისახავს მიზნად.