"არ ჭამს", უნდა შეიცვალოს ვერ ჭამს. ესაა რეალობა - გიული ალასანია

გამოქვეყნდა:

დაიწყო უკვე ის პროცესები, რომელიც მოსალოდნელი იყო და გააქტიურდა კახექსია - აცხადებს გიული ალასანია "შაბათის მთავარის" ეთერში, შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას და ამბობს, რომ "ვივა მედს" დღეს უკვე მოუწია ამ რეალობის აღიარება.

"დაიწყო უკვე ის პროცესები, რომელიც მოსალოდნელი იყო და ამის პროგნოზებს ცნობილი ექსპერტები აკეთებდნენ და ყველაფერი მიდის იმ პროგნოზების შესაბამისად. გააქტიურდა კახექსია. ეს არის რეალობა, რომლის აღიარებაც მოუხდათ." ამბობს გიული ალასანია.

მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ ის 2 ნაბიჯის გადადგმასაც ვეღარ ახერხებს და ეტლით გადაადგილება უწევს. გიული ალასანია ამბობს, რომ ეს მდგომარეობა ინტოქსიკაციის შედეგია და სწორედ ამიტომ ვერ იღებს საკვებსაც მიხეილ სააკაშვილი- "არ ჭამს", უნდა შეიცვალოს ვერ ჭამს. ესაა რეალობა, ეს ყველაფერი არის ინტოქსიკაციის ბრალი" - ამბობს ალასანია.

მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაზე "ვივა მედში" დღეს უკვე ხმამაღლა ალაპარაკდნენ და მოსალოდნელ ფატალურ შედეგზეც ისაუბრეს, თუმცა პასუხისმგებლობა პაციენტს და მის ოჯახს დააკისრეს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი