31 124-მა ადამიანმა უკვე დააფიქსირა თავის არჩევანი, აქტივობა ძალიან მაღალია - კობა ნაყოფია არჩევნების პირველ დღეს აჯამებს

გამოქვეყნდა:

31 124-მა ადამიანმა გააკეთა თავისი არჩევანი და მიიღო მონაწილეობა არჩევნებში - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ არჩევნების პირველი დღის მიმდინარეობა სპეციალურ ბრიფინგზე შეაჯამა და აღნიშნა, რომ ძირითადად ფიქსირდება ტექნიკური ხარვეზები. მისივე თქმით, ქოლ ცენტრში ამ პრობლემით, დაახლოებით 300-მდე ზარი შევიდა: 

"არჩევნებში მონაწილე ბოლო ციფრი არის 31 124 ადამიანი.  ამ წუთის მონაცემით, უკვე ამ ადამიანებმა გააკეთეს თავისი არჩევანი და მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში. აქტივობა არის ძალიან მაღალი. ბოლო მონაცემით, გაფილტვრის ჯგუფის მუშობის შემდეგ ეტაპზე დარეგისტრირდა 49 638 ადამიანი და აქედან 31 124 ადამიანმა უკვე მიიღო  მონაწილეობა. დღის განმავლობაში მუშაობდა 24 საათის რეჟიმში ენმ-ს ქოლ-ცენტრი. დაახლოებით 300 ზარამდე  არის ტექნიკური ხასიათის ხარვეზები. კენჭისყრა დასრულდება 30 იანვარს 9:00 საათზე, ამიტომ მოვუწოდებ ყველა ჩვენს მხარდამჭერს იაქტიურონ, დრო არის, მიიღონ მონაწილეობა ამ არჩევნებში. მინდა ყველას ვთხოვო, რომ არ გააგზავნონ თავისი კოდი, რაც შეტყობინების საშუალებით მისდით, რადგან არ მოხდეს  სხვა ადამიანის მხრიდან მისი გამოყენება" - ამბობს ნაყოფია

ნაციონალური მოძრაობის  - თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი: მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი,  ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძვიან. ვინ ჩაიბარებს პარტიის თავმჯდომარეობას ეს ორშაბათს 30 იანვარს, დღის 12 საათისთვის გამოცხადდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი