
უკრაინული მედიის ინფორმაციით, პოლტავას რაიონში სამგზავრო ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა. დაღუპულია სამი და დაშავებულია 8 ადამიანი.
შემთხვევა კიევი-ხარკოვის გზატკეცილზე, ქალაქ ლუბნისთან მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, Mercedes-Benz-ის მსუბუქი ავტომობილი გზის პირას გაჩერებულ MAN-ის სატვირთოს დაეჯახა.
მიკროავტობუსის მძღოლი და ერთი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მგზავრი კი სასწრაფო დახმარების მანქანაში. დაშავებულ 8 მგზავრს შორის, ორი ბავშვია.