ზაპოროჟიეს ატომური სადგურის უკრაინელ თანამშრომლებს, ტერიტორიაზე აღარ უშვებენ - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინელ თანამშრომლებს, რომლებმაც არ გააფორმეს კონტრაქტები "როსატომთან", საშვები დაუბლოკეს და სადგურში აღარ უშვებენ. ხოლო იმ მუშებს, რომლებიც იძულებული გახდნენ კონტრაქტები გაეფორმებინათ, ხელფასი შეუმცირეს. 

ატომური სადგური რუსეთის საოკუპაციო არმიას მარტიდან აქვს დაკავებული.  უკრაინა აცხადებს, რომ ქარხნის უკრაინელი თანამშრომლები მუდმივად რუსი სამხედროების ზეწოლის ქვეშ არიან და აიძულებენ რუსულ ოპერატორთან თანამშრომლობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი