ირანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქალაქ ისპაანში ერთ-ერთ სამხედრო ქარხანას დრონებით თავს დაესხნენ.
სამინისტროს განცხადებას ირანის სამთავრობო მედია ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმა შაბათს გვიან ღამით მოხდა და ქარხნის სახურავზე მცირე დაზიანება გამოიწვია.
სამინისტროს ინფორმაციითვე, ირანის საჰაერო თავდაცვამ სამი დრონი ჩამოაგდო.
ისაჰანის გუბერნატორის თქმით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
სამინისტროს არ დაუკონკრეტებია ვინ იყო ეჭვმიტანილი თავდასხმაში.