
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა მოიგერიეს 16 რუსული თავდასხმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.
გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის სამხედროებმა მოიგერიეს რუსული თავდასხმები დიბროვასა და ბილოჰორივკას მახლობლად ლუგანსკის ოლქში და დონეცკის ოლქის ქალაქებში, მათ შორის ბახმუტშიც.
უკრაინულმა ძალებმა იერიში მიიტანეს რუსეთის ორ საკონტროლო პუნქტზე, საჰაერო თავდაცვის კონცენტრაციის ორ ზონაზე, რუსული ჯარების ექვს დროებით ბაზაზე, საბრძოლო მასალის საცავსა და ელექტრონული ომის (EW) სისტემაზე.
გენერალური შტაბი ასევე იტყობინება, რომ რუსეთის არმიამ 28 იანვარს უკრაინის წინააღმდეგ რაკეტა ისროლა, ამასთანავე 32 საჰაერო დარტყმა განახორციელა. გენშტაბის ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაჭრილებიც.