ლუგანსკის ოლქში ჰოსპიტალიზებული "ვაგნერის" ჯგუფის 300 დაქირავებულის მკურნალობაზე ექიმები უარს ამბობენ- გენშტაბი 

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეაიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მტერი განაგრძობს მნიშვნელოვან დანაკარგებს.

მათი ცნობით, ე.წ „ვაგნერის“ სამხედრო ნაწილის 300-მდე დაქირავებული ჯარისკაცი გაგზავნეს ლუგანსკის ოლქის სოფელ იუვილეინის ერთ-ერთ მულტიდისციპლინურ ჰოსპიტალში. გენშტაბი საკუთარ განახლებაში წერს, რომ ექიმები უარს ამბობენ მათს სამედიცინო დახმარებაზე იმის გამო, რომ მათი უმრავლესობა ისეთი დაავადებებითაა დავადებული, როგორიცაა: აივ/შიდსი, სიფილისი, ტუბერკულოზი და პნევმონია.

ცნობისთვის, მანამდე ომის შესწავლის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ რეგულარული რუსული ძალები სავარაუდოდ, ჩაანაცვლებენ ვაგნერის ჯგუფის ამოწურულ ძალებს ბახმუტში შეტევის შესანარჩუნებლად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი