
უკრაინა პარტნიორებთან მოლაპარაკებების დროს ღიად საუბრობს სამხედრო დახმარების მნიშვნელობაზე. ჩვენ 20 ან 50 ტანკი არ გვყოფნის. წინააღმდეგობის გასაწევად 350-დან - 500-მდე ტანკი გვჭირდება. ეს რაოდენობა საშულებას მოგვცემს სპეციალური ქვედანაყოფები შევქმნათ. პარტნიორებს ეს კარგად ესმით. პარტნიორებს დეტალურ ინფორმაციას ვაწვდით. სასიხარულო ინფორმაცია გვაქვს. ჩვენმა ბიჭებმა სპეციალური მომზადება უკვე დაიწყეს. ისინი მალე შეძლებენ ამ ტანკების ეფექტურად გამოყენებას. ლოჯისკიტას გარკვეული დრო დასჭირდება. მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინისთვის შორის დისტანციის რაკეტების მოწოდებაც განიხილება. ეს საშუალებას მოგვცემს მტრის ზურგში მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები გავანადგუროთ. ეს ეხება ავია ბაზებს და საზენიტო-სარაკეტო სისტემები განლაგების ადგილებს.
- ამბობს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.