"დასავლელმა დიპლომატებმა ნიკა გვარამიას გათავისუფლებას მხარი უნდა დაუჭირონ" - თომას კლაინ ბროკჰოფი

გამოქვეყნდა:

"დასავლელმა დიპლომატებმა ნიკა გვარამიას გათავისუფლებას მხარი უნდა დაუჭირონ" -  ამის შესახებ განცხადებას გერმანელი ჟურნალისტი და გერმანიის მარშალის ფონდის წევრი თომას კლაინ ბროკჰოფი ავრცელეს.

ჟურნალისტი სოფო ლილუაშვილის გერმანიის მარშალის ფონდში ვიზიტს იხსენებს და საქართველოში დიპლომატიური კორპუსების მიერ "მთავარი არხის" დამფუძნებლის საქმეზე გამოთქმულ შეშფოთებებზეც  წერს.  

"სოფია ლილუაშვილმა  მოგვაწოდა  ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილ განაჩენს, სასტიკად არაპროპორციულ, აშკარად პოლიტიკურ, შეთითხნილი ბრალდებებით მიღებულ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. მხოლოდ სოფო ლილუაშვილი არ მიჩნევს, რომ ეს საქმე საქართველოში თავისუფალი და ლიბერალური მედიის გაჩუმებისთვის შეიქმნა.  მომხდარი ამერიკის საელჩომ გააპროტესტა, ხოლო ევროკომისიამ საქართველოში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა"  - წერს გერმანელი ჟურნალისტი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი