"თუ ის 10% ხმის მიცემას ვერ შეძლებს, დავაყენებთ საკითხს, რომ დრო გახანგრძლივდეს"- არჩევნები "ენმ"-ში ტექნიკური ხარვეზით მიმდინარეობს 

გამოქვეყნდა:

გახანგრძლივდება თუ არა არჩევნები ნაციონალურ მოძრაობაში - ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი მუმლაძის წარმომადგენლები დამატებითი დროის აუცილებლობაზე საუბრობენ.  ისინი ამბობენ, რომ უნიკალური კოდი 4 000-ზე მეტ ამომრჩეველს არ მისდის და ისინი საკუთრი პოზიციის დაფიქსირებას ვერ ახერხებენ.

"თუ ის 10% რომელიც დღემდე არის გაურკვეველი, მიცემს თუ არა ხმას და ვერ შეძლებს ამ პროცედურის დასრულებას, მაშინ ეს არჩევნები ვერ გამოცხადდება შემდგარად. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავაყენებთ საკითხს, რომ არჩევნები გახანგრძლივდეს დროში და ყველა რეგისტრირებულს მიეცეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. 4 000- ადამიანიდან 1 500 პირზე მეტი ჩვენი მხარდაჭერია, გიოგი მუმლაძე ლიდერობს. თუ არ მოხდება გარედან ჩარევები და გარედან ზეწოლა, გიორგი მუმლაძე გახდება გამარჯვებული",- ამბობს ალექსანდრე მილორავა, გიორგი მუმლაძის წარმომადგენელი საარჩევნო კომისიაში. 

აღსანიშნავია, რომ კომისიის წევრების ნაწილი ამბობს, რომ ეს ხარვეზი დღის ბოლომდე გამოსწორდება და ვადის დამატების აუცილებლობას  ვერ ხედავენ. 

"კენჭისყრის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღება შეუძლია მხოლოდ პოლიტიკურ საბჭოს",- ამბობს ნინო კვიტაიშვილი. 

ამ დროისთვის კი დაახლოებით 36 000-ზე მეტმა აადამიანმა უკვე დაფიქსირა საკუტარი პოზიცია, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 74%-ია. 

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს ხმის მიცემასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს და ვერიფიკაციის კოდი არ მისდის, შეუძლია, დარეკოს ცხელი ხაზის ნომერზე - 0322 47 11 55. 

შეგახსენებთ, რომ არჩევნები 30 იანვარს დილით, 10 საათზე დასრულდება. 

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი