პენტაგონში უკრაინისთვის F-16-ების გადაცემაზე მხარდაჭერა იზრდება - Politico

გამოქვეყნდა:

Politico-ს ინფორმაციით, სამხედრო მაღალჩინოსნები პენტაგონს მოუწოდებენ, უკრაინას გამანადგურებელი თვითმფრინავები F-16-ები გადასცეს, რათა ქვეყანამ უკეთ დაიცვას თავი რუსული რაკეტებისა და დრონებისგან. ინფორმაციას გამოცემა სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინა ამ თვითმფრინავებს ამერიკას ომის დაწყების შემდეგ სთხოვდა, თუმცა ვაშინგტონსა და კიევში თვლიან, რომ სხვა ტიპის შეიარაღება, როგორიცაა არტილერია, საჰაერო თავდაცვა და ა.შ., უკრაინას უფრო მეტად ესაჭიროება.

Politico-ს ცნობით, უკრაინა გაზაფხულზე ტერიტორიების დასაბრუნებლად ახალი შეტევებისთვის ემზადება, ამ ფონზე კი უკრაინისთვის F-16-ების გადაცემაზე პენტაგონში განწყობა პოზიტიურად იცვლება.

წყარომ მედიასთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას გამანადგურებლები მთავარ პრიორიტეტად ჯერჯერობით არ დაუსახელებია, ამიტომ ახლა პენტაგონი უკრაინისთვის გადაუდებელი პრიორიტეტების მიწოდებაზეა ფოკუსირებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი