თავმჯდომარის არჩევნები ენმ-ში | ამ დროის მონაცემებით, ხმა ამომრჩევლის 76%-მა მისცა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის არჩევნები გრძელდება. ხმის მიცემის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. უნიკალური კოდების მიღებასთან არსებული პრობლემა აღმოფხვრილია,  4000-ზე მეტ ამომრჩეველს კოდი 7 საათის მერე გაეგზავნება. 

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს ხმის მიცემასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს და ვერიფიკაციის კოდი არ მისდის, შეუძლია, დარეკოს ცხელი ხაზის ნომერზე - 0322 47 11 55. 

შეგახსენებთ, რომ არჩევნები 30 იანვარს დილით, 10 საათზე დასრულდება. 

არჩევნებში კი მონაწილეობას ოთხი კანდიდატი: ნიკა მელია, გიორგი მუმლაძე, ნონა მამულაშვილი და ლევან ხაბეიშვილი იღებენ. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი