და მაინც ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" ახლა თავმჯდომარეს ინოვაციური მეთოდით ირჩევენ - სულ რეგისტრაცია 50 000-მდე ადამიანმა გაიარა, და არჩევნების დანიშვნიდან მალევე გაჩნდა ეჭვი და შიში იმისა, რომ ან სახელიეუფლებო პარტია, ან რომელიმე კანდიდატის მხარე ე.წ. ტროლების და სხვა ინტერნეტ რესურსის გამოყენებით შეეცდებოდა შედეგებზე ზემოქმედებას.
სწორედ ამ საფუძვლიანმა ეჭვმა მოიტანა რეგისტრირებული ადამიანების გაფილტვრის აუცილებლობა. ამომრჩევლის ვერიფიკაცია, გაფილტვრა და ხმის მიცემის შედეგების ბლოკჩეინ რეგისტრებში აღირცხვა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცედურაა, მაგრამ იმავდროულად პრეცედენტულიც საქართველოსთვის.