გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა | რატომ ვერ გახდება სამხარაულის "ზეპირი" დასკვნა ხელისუფლების ინდულგენცია

გამოქვეყნდა:

ოთხივე კანდიდატი, რომელსაც სურვილი და ამბიცია აქვს, დაიკავოს მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა, ერთ საკითხზე თანხმდება, რომ პარტიის ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს მისი დამფუძნებლისა და ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა. დიახ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიკვდილისგან გადარჩენა და არა გათავისულფება, ან სასჯელის შემსუბუქება, ან გადავადება - ეს ყველაფერი ხომ უბრალოდ საშუალებაა მთავარი მიზნის მისაღწევად, რასაც სიცოცხლის გადარჩენა ქვია.

ორი დღის წინ იმ კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, სადაც სახელმწიფომ დაპატიმრებული პრეზიდენტი სამკურნალოდ მიავლინა, პირდაპირ თქვა, რომ წონის კლება კატასტროფულია და თუ ასე გაგრძელდა, პაციენტი შესაძლოა მოკვდეს. ეს ის შემთხვევაა, როცა სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ექიმის განცხადება ინტერპრეტაციისთვის სივრცეს აღარ ტოვებს.

და ვიდრე ჩვენ, ამავე ქვეყნის რიგითი მოქალაქეები ყოველდღიური საზრუნავით, ან ოპოზიციაში შიდა არჩევნებით, ან "ქართული ოცნების" მორიგი მავნებლობის განხილვით ვართ გართული, ეს ნელი მკვლელობის მექანიზმი სისრულეში მოდის.

ხელისუფლების ცინიზმი იქამდე მივიდა, რომ "ემპათიის" დასკვნაზე, სადაც პაციენტის მდგომარეობაა შეფასებული, დასკვნა მოამზადებინეს სამხარაულს. და ისე დაასკვნეს რომ პაციენტის სისოცხლეს არაფერი ემუქრება, რომ თავად პაციენტი არ უნახავთ, და როგორც ირკვევა, არც ემპათიას დასკვნა წაუკითხავთ ბოლომდე.

დავით აბრამიშვილი დაინტერესდა - რატომ ვერ გახდება სამხაურაულის ექსპერტიზის დასკვნა ხელისუფლების ინდულგენცია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი