ქართული მრავალხმიანობისა და ხალხური შემოქმედების პოპულარობისთვის შეიძლება არცერთ ორგანიზაციას არ ჰქონდეს გაკეთებული იმდენი, რამდენიც ამერიკის აეროკოსმოსურ სააგენტოს. NASA-ს უკვე ლეგენდადქცეეული ვოიაჟერები დიდი ხანია გასცდა ჩვენი მზის სისტემას და კოსმოსურ უსასრულობაში ქართული ჩაკრულოს ორწუთნახევრიანი ჩანაწერიც თან გაიყოლა, როგორც ნიმუში კაცობრიობის შემოქმედებითი გენიალურობისა.
თუმცა დედამიწაზეც ეს თანამშრომლობა გრძელდება, ვოაიაჯერის მისიიდან თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით ქართული მრავალხმიანობის არქივი ციფრულ ფორმატში გადადის, იმისათვის რომ ეს ხმები აქვე, ჩვენს პლანეტაზე, საიმედოდ იქნას დაცული და მომავლში გაემგზავროს.