როგორც ჩანს, საქართველოს გზავნილები არ იყო დამაჯერებელი - ექსპერტები აზერბაიჯანული მედიის ბრალდებებზე

გამოქვეყნდა:

ექსპერტები აზერბაიჯანის ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებას ელოდებიან. საქართველოს გავლით სომხეთისთვის იარაღის უკანონო მიწოდების შესახებ აზერბაიჯანული პროსახელისისუფლებო მედია უკვე რამდენიმე დღეა საუბრობს და ამტკიცებს, რომ იარაღით დატვირთული სატვირთოები სებეთიდან ფოთში, ფოთიდან კი სომხეთში გადავიდა. 

გამოაქვეყნეს ფოტოებიც. სკანდალური განცხადების საპასუხოდ ჯერ არაფერი უთქვამთ საქართველოს საგარეო უწყებაში. ექსპერტები ორი ქვეყნის ოფიციალურ პოზიციას ელოდებიან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან იყო განცხადება, სადაც საქართველო ამას უარყოფს, თუმცა ამან გამოიწვია ახალი სტატია იმ სააგენტოში, საიდანაც ეს ყველაფერი მოდის. როგორც ჩანს, არ იყო ძლიერი და დამარწმუნებელი გზავნილები საქართველოს მხრიდან. მე მაინც დაველოდები ოფიციალური ბაქოს პოზიციას, - ამბობს ექსპერტი გიორგი რუხაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი