"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. არჩევნები 28-29 იანვარს ე.წ. ბლოკჩეინ-სისტემით ტარდებოდა.
დილის 9 საათის მონაცემებით, პროცესში მონაწილეობა 41 100 ადამიანმა მიიღო.
არჩევნების პროცესში იყო ხარვეზებიც, მონაწილეობის მსურველთა ნაწილი ამბობდა, რომ ხმის მისაცემად საჭირო ვერიფიკაციის კოდს ვერ იღებდა, ან დაგვიანებით იღებდა, თუმცა გუშინ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კობა ნაყოფიამ თქვა, რომ ეს პრობლემა აღმოფხვრეს.
არჩევნებში მონაწილეობას 4 კანდიდატი - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იღებდნენ.