"ეს გამარჯვება არ არის საზეიმო გამარჯვება ჩემთვის, ეს არის დიდი პასუხისმგებლობის და ვალდებულების აღება საკუთარი ამომრჩევლების წინაშე", - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ბეჟაშვილი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას.
ბეჟაშვილის თქმით, პარტიის გაერთიანებისა და მისი კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, მუშაობა ხვალიდან დაიწყება.
"ეს გამარჯვება არ არის საზეიმო გამარჯვება ჩემთვის, ეს არის დიდი პასუხისმგებლობის და ვალდებულების აღება საკუთარი ამომრჩევლების წინაშე, პარტიის წევრების წინაშე და ჩვენი გუნდი ამას უყურებს, როგორც პასუხისმგებლობას. ჩვენ არ ვაპირებთ აქ ზეიმს და ა.შ. ჩვენ ვაპირებთ უკვე ხვალიდან დავიწყოთ ამ პარტიის გაერთიანება, მათ შორის ყველა კანდიდატის და ჩვენ ერთობლივად უნდა დავსახოთ ის სტრატეგია, რომელიც პარტიას გამოიყვანს კრიზისიდან და ყველა პარტიის წევრს განაწყობს საბრძოლველად", - თქვა ლევან ბეჟაშვილმა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ენმ-ის ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52, 58% აიღო.