დიდი ალბათობით, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ჩემს კანდიდატურას აღარ დავაყენებ - კობა ნაყოფია

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, კობა ნაყოფია აცხადებს, რომ თავმჯდომარის ცვლილების შემდეგ, "დიდი ალბათობით" იგივე თანამდებობაზე საკუთარ თავს აღარ განიხილავს.

პარტიის პოლიტსაბჭოს არჩევნები მარტშია დაგეგმილი. 

"დიდი ალბათობით" - ასე უპასუხა მან "მთავარი არხის" კითხვას ასრულებს თუ არა მარტში მუშაობას.

კითხვაზე, ხომ არ დატოვებენ პარტიას ნიკა მელიას მხარდამჭერები, კობა ნაყოფია ამბობს, რომ არჩევნების შედეგი დამდგარია და უკვე შეიძლება ამაზე საუბარი. მისი თქმით, არ იცის რა გეგმები აქვს ნიკა მელიას.

ნაყოფია ამბობს, რომ სანამ მესამე პრეზიდენტი ციხეშია, თავად პარტიაში დარჩება. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი