ანტირუსულ კამპანიას ხელისუფლება ხელს არ უშლის - მედიის განვითარების ფონდი

გამოქვეყნდა:

საქართველოში მიმდინარე ანტიდასავლურ პროპაგანდასა და გზავნილებზეა საუბარი "მედიის განვითარების ფონდისა" და "საქართველოს გაეროს ასოციაციის" 2019 წლის ანტიდასავლური პროპაგანდის ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, ანტიდასავლური და ანტიამერიკული გზავნილები ძირითადად პრორუსული პარტია "პატრიოტთა ალიანსის" აქტივობებს უკავშირდება. ანგარიშში ასევე ასახულია  ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაც.

"მედიის განვითარების ფონდის" დირექტორი თამარ კინწურაშვილი მიიჩნევს, რომ  ეს არის კარგად ორგანიზებული კამპანია, ხელისუფლება კი შესაბამის რეაგირებას არ ახდენს.

აქ არის მზარდი ტენდენცია, განსაკუთრებით ანტიამერიკული და ანტინატო განწყობები, რაც გარკვეულწილად უკავშირდება პრორუსული პარტია "პატრიოტთა ალიანსის" აქტივობებს, ერთი მხრივ, ნეიტრალიტეტის მოთხოვნას და მეორე მხრივ ამერიკის საელჩოს წინ გამართულ აქციებს, - ამბობს იგი. 

შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსმა" ერთ-ერთი ბოლო აქცია ამერიკის საელჩოსთან 2020 წლის 26 იანვარს გამართა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი