
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, გიორგი მუმლაძე ლევან ხაბეიშვილს გამარჯვებას ულოცავს. მისი თქმით, ვინც საქმით დაამტკიცებს, რომ იბრძვის მესამე პრეზიდენტის თავისუფლებისთვის, მასთან ითანამშრომლებს.
"ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა, ეს პრაქტიკულად არის ძალიან ემოციური გადაწყვეტილება მათ შორის, იმიტომ რომ ძალიან დიდმა ნაწილმა ცვლილებებს დაუჭირა მხარი და მე შემიძლია შემდეგი ვთქვა, რომ ლევან ხაბეიშვილს ვუსურვებ წარმატებას და ახლა საჭიროა მეტი საქმე, ლაპარაკის ნაცვლად", - თქვა მუმლაძემ.
მისი განცხადებით, მთავარი ამოცანა პარტიისთვის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლაა.