
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს. მან განცხადება არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ გააკეთა.
კირთაძემ ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ პარტიაში რჩება.
"ბუნებრივია ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს, ვულოცავ მის გუნდს გამარჯვებას და გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას. ძალიან მნშვნელოვანია ძლიერი ნაციონალური მოძრაობა, სხვა გვარად არსებული ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოშლა, მთავარი ოპოზიცური პარტიის გარეშე წარმოუდგენელია. რაც შეეხება ჩემს პერსონალურ გადაწყვეტილებას, მე ეს ადრეც ვთქვი, ნიკა მელიას დამარცხების შემთხვევაში მე ვეღარ გავაგრძელებდი ბათუმის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობას... მე არსად მივდივარ, ვრჩები პარტიაში და ვაგრძელებ ბრძოლას იმ იდეალებისთვის, რისთვისაც ვარ ამ პარტიაში", - განაცხადა გიორგი კირთაძემ.
პოლიტიკური საბჭო დატოვა მირდატ ქამადაძემაც, რომელიც პარტიაში რჩება. მან ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა და მადლობა გადაუხადა"ენმ-ის" ყველა ამომრჩეველს, ვინც მონაწილეობა მიიღო პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში.
შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილმა "ენმ-ის" თავმჯოდმარეობის არჩევნებში 52%-იანი მხარდაჭერა მიიღო.