სარჯველაძე: რა სიახლეებს მოუტანს პარტიას ხაბეიშვილის გამარჯვება - მეტ დესტრუქციას, მეტ შეცდომას

გამოქვეყნდა:

"ბატონი ხაბეიშვილი გახდა პარტიის თავმჯდომარე. რას შეცვლის ამ პარტიისთვის და რა სიახლეებს მოუტანს, ალბათ, ის რითაც იყო წარდგენილი წინასაარჩევნო მიმართულებით - მეტ დესტრუქციას, მეტ შეცდომას, მე ასე ვიტყოდი. ფაქტია, რომ ის მიმართულება, რომელიც არჩეული ჰქონდათ წინასაარჩევნო პერიოდში ამ დაპირისპირებულ ჯგუფებს, რომ მეტი დესტრუქცია გაეჩინათ და ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის მეტი დესტრუქცია შეეთავაზებინათ, ეს ხაზი იქება შემდგომი მიმართულება, რაც მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ ერთმნიშვნელოვნად შეაფასა, როგორც შეცდომა და ამ მიმართულებით განვითარება ამ პოლიტიკურ პარტიას, მე არ მგონია, რომ მაინცდამაინც დიდ წარმატებას უქადდეს.

რაც შეეხება წარმატებებს, მე არ მგონია, რომ რაიმე წარმატების მომტანი იყოს ეს პარტიისთვის, ყველაფრის მხედველობაში მიღებით. ჩემმა კოლეგამ თქვა, რომ ეს არის დასასრულის დასაწყისი, მე ვიტყოდი, რომ ეს არის უკვე დასასრულის საკმაოდ წინ წასული ფაზა ამ პოლიტიკური პარტიისა".

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ. ცნობისთვის, ენმ-ის თავმჯდომარეობის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი