სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა პაკისტანის ქალაქ პეშავარში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად. აფეთქება იმ დროს მოხდა, როცა მეჩეთი მლოცველებით იყო სავსე. დაშავებულია 150-ზე მეტი ადამიანი.
განადგურდა შენობის ნაწილიც. ოფიციალური პირების თქმით, ხალხი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.
აფეთქების მიზეზი უცნობია. ქვეყნის პრემიერმა თქვა, რომ მათ, ვინც ინციდენტის უკან დგას "არაფერი აქვთ საერთო ისლამთან".