თელავში, იმედა კევლიშვილი ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს, თუმცა პარტიაში რჩება

გამოქვეყნდა:

თელავში, ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობას" საკრებულოს წევრი, იმედა კევლიშვილი ტოვებს. მისი განცხადებით, თელავის საკრებულოს ოფიციალურად დღეს უკვე მიმართა.

მიზეზი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ, ლევან ხაბეიშვილის გამარჯვება გახდა. ის რჩება პარტიაში, თუმცა ამბობს, რომ არ სურს დავით კეზერაშვილთან და ვანო მერაბიშვილთან ასოცირდებოდეს.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გიამარჯვა. ამის შემდეგ პარტიის არაერთმა წევრმა პოლიტიკური თანამდებობა დატოვა.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი