"ვივა მედის" ექთნის ბრალდებები TV იმედის ეთერში | რაში ადანაშაულებს ნონა პანტიაშვილი მიხეილ სააკაშვილს

გამოქვეყნდა:

"ვივა მედის" ექთანი ნონა პანტიაშვილი TV იმედის ეთერში მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალდებებზე საუბრობს. ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მედპერსონალის მიმართ აგრესიულია, რასაც კლინიკის სხვა ექთნები უაყროფენ. 

როგორც "ვივამედის" ექთანი, ქეთი ღვინიანიძე "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბრისას ამბობს, მიხეილ სააკაშვილს, საავადმყოფოში მისვლის დღიდან, აგრესია არასდროს ჰქონია. 

მისივე თქმით, აქამდე არც თავად ნონა პანტიაშვილისგან მოუსმენია, რომ მესამე პრეზიდენტი მის მიმართ აგრესიულია.

"ჩემთან მიმართებაში მსგავსი არაფერი არ მომხდარა მოსვლის დღიდან, მიხეილ სააკაშვილს არასოდეს არ ჰქონია მსგავსი აგრესია. ძალიან კარგად იცის მიხეილ სააკაშვილმა, რომ მე არ ვარ მიშისტი და არ ვარ ნაციონალი, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, რაც შეიძლება იყოს პაციენტსა და მის მედიკოსს შორის იყოს. ნონას არასოდეს არ უთქვამს ჩემთვის, რომ აგრესია ჰქონდა ბატონ მიხეილს. ჩემთან თანდასწრებით მას ეს არ გაუკეთებია არასდროს", - ამბობს ექთანი.

მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ნონა პანტიაშვილის განცხადებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს. როგორც იგი განმარტავს, მანამდე ექიმმა სასამართლოზე სულ სხვა ჩვენება მისცა.

"მანამდე ვიცი რაც თქვა, ფიცით სხვათაშორის, სრულიად განსხვავებული იყო. ეს სხვათაშორის ფიცით მიცემულის გადათქმა მერე, სისხლის სიმართლის დანაშაულია მე თუ მკითხავთ პირადად", - ამბობს გიული ალასანია. 

"ვივამედი" ექიმის ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადებას არ ავრცელებს. საავადმყოფოს დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე მხოლოს იმას ადასტურებს, რომ ნონა პანტიაშვილმა კლინიკა სულ ცოტა ხნის წინ პირადი ხელწერილის საფუძველზე დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ნონა პანტიაშვილმა მიხეილ სააკაშვილს აგრესიულობაში ბრალი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში დასდო. როგორც ექიმი ამბობს, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში "ვივამედის" მედპერსონალზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა.

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი