ლევან ხაბეიშვილი - ენმ-ის ახალი თავმჯდომარე | საკადრო გადაადგილებები პარტიაში

გამოქვეყნდა:

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ნიკა მელია ლევან ხაბეიშვილმა ჩაანაცვლა. პირველივე ტურში არჩევნები ხაბეიშვილის სასარგებლოდ დასრულდა. ახალი თავმჯდომარის არჩევას პირველი რეაქციები მალევე მოჰყვა - თანამდებობები "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა დატოვეს. ნიკა მელიას გუნდი პარტიაში რჩება, თუმცა აღმასრულებელ რგოლში არა. ლიდერები უკანა პლანზე საკუთარი გადაწყვეტილებით გადადიან და მართვის სადავეებს ხაბეიშვილსა და მის გუნდს უთმობენ. 

მთავარი პრობლემა არაფორმალური მმართველობაა, ხაბეიშვილს გამარჯვება ნიკა მელიას გუნდმა ღიად მიულოცა, მაგრამ დისტანცირება ახალი პოლიტიკური ჯგუფისგან მკაფიოდ გადაწყვიტეს - ყოფილი თავმჯდომარის მხარე მოქმედს ავტორიტეტს უწუნებს და გარე ჩარევების მაღალ რისკს ხედავს. ახალ პოლიტიკურ გადალაგებას გამოეხმაურა პარტიის ლიდერი. მიხეილ სააკაშვილი მელიას მადლობას უხდის, ხაბეიშვილს წარმატებას უსურვებს და ყველას ერთობას ურჩევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი