პოლონეთის პრემიერმინისტს მატეუშ მორავეცკის თქმით, პოლონეთი სამხედრო ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-მდე გაზრდის.
„უკრაინაში ომი გვაიძულებს, უფრო სწრაფად შევიარაღდეთ. ამიტომ, ცჩვენ წელს უპრეცედენტო ძალისხმევას გავწევთ. ეს იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის 4%, რაც პოლონეთის არმიისთვის დაიხარჯება", - ამბობს მორავეცკი.