"დაძაბულობის განსამუხტად ნაბიჯების გადადგმა ყველას პასუხისმგებლობაა" - ამის შესახებ ისრაელში ოფიციალური ვიზიტით ჩასულმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ის ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარი ძალადობის შემდეგ, ისრაელსა დაპალესტინას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
"დაძაბულობის განსამუხტად და არა მის კიდევ უფრო გასაღვივებლად ნაბიჯების გადადგმა ყველას პასუხისმგებლობაა. პარასკევს მომხდარ სისასტიკეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ეს ინდივიდებზე თავდასხმაა. ეს იყო თავდასხმა აღმსარებლობის თავისუფლებაზეც. ასეთ ქმედებას და მასთან ერთად, ტერორიზმის ნებისმიერი სახის გამოვლინებას, რისი მიზანიც მსხვერპლის ვინაობისგან დამოუკიდებლად უდანაშაულო ადამიანების მოკვლაა, მკაცრად ვგმობთ. შურისძიება სათანადო პასუხი არ არის. ამას მსხვერპლად კიდევ უფრო მეტი ადამიანი ეწირება" - განაცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებთან.
უცხოური მედიის ცნობით, ენტონი ბლინკენს 31 იანვარს შეხვედრა პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტთან აქვს დაგეგმილი.