პაკისტანში, მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

პაკისტანში, მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა, დაშავდა 150-ზე მეტი პირი.
ქვეყნის სპეცსამსახურების ინფორმაციით, მეჩეთში თავი, ლოცვის დროს, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.

არსებული ინფორმაციით, მეჩეთზე თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ის მომლოცველებით იყო სავსე. აფეთქების შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა და რამდენიმე ადამიანი ნანგრევებში მოიყოლა.

მომხდარზე პასუხისმებლობა პაკისტანელმა თალიბებმა აიღეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი