ქარელის მერიაში აუდიტის სამსახურია შესული - ისინი ზაზა გულიაშვილის უწყების საქმიანობას სწავლობენ და შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე წაღებულია.
ქარელის მერი, “მთავარი არხის” კამერას ემალება და კითხვებს გაურბის, მან სატელეფონო საუბარი მხოლოდ ის განაცხადა, რომ აუდიტის შემოწმება გეგმიურია.
მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ აუდიტის სამსახურის შემოწმება არის გეგმიური. თუმცა "მთავარის" ინფორმაციით, აუდიტის გეგმიური შემოქმება ქარელის მერიაში აგვისტოში იგეგმებოდა. არსებული ინფორმაციით, აუდიტის სამსახური დაინტერესებულია 2018-2019 წლების დოკუმენტაციით, ასევე აუდიტის სამსახურის თანამშრომლები დაუკავშირდნენ საკრებულოს წევრებს და ჰკითხეს, ხომ არ აქვთ მათ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს საქმიანობის შესახებ.