ახალი ვიდეო კადრები შაქარაშვილის საქმეში - რას ამბობს ნუგზარ ოთარაშვილი

გამოქვეყნდა:

შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები - საქმის მასალების 20-ე ტომში დევს ნუგზარ ოთარაშვილის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ იგი იმ ვიდეო მოწყობილობის გაყიდვას აპირებდა, რომელზეც 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმის მთავარი მტკიცებულება ინახებოდა. საუბარია რესტორან "ელდორადოს" კამერებზე.

რესტორანი, რომელიც ახლა აღარ ფუნქციონირებს, არაგვის ხიდთან, "ქებაბ ჰაუსის" ადგილას მდებარეობს. სავარაუდოდ, საუბარია იმ კადრებზე, სადაც ჩანს "მერსედესისა" და "ტოიოტა ქამრის" არაგვის ხიდზე მისვლა და შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ პირებზე თავდასხმა. ამ და საქმის მასალებში არსებულ სხვა ვიდეო კადრებზე ინფორმაციას "მთავარი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი