პაკისტანში, მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

პაკისტანში, მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა, 100-ზე მეტი დაშავებული კი კლინიკაში რჩება. ადგილზე სამძებრო-სამუშაო სამუშაოები გრძელდება.

მეჩეთში აფეთქება 30 იანვარს მოხდა. ქვეყნის სპეცსამსახურების ინფორმაციით, მეჩეთში თავი, ლოცვის დროს, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.

პაკისტანელი თალიბები აფეთქებაში მონაწილეობას უარყოფენ.

მეჩეთზე თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ის მომლოცველებით იყო სავსე. აფეთქების შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა და რამდენიმე ადამიანი ნანგრევებში მოიყოლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი