"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, კობა ნაყოფია, რომელმაც ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა, ამბობს, რომ უპირველესი მიზანი მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენაა.
მისი თქმით, უნდა შეიცვალოს "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი.
"მთავარი მიზანი ამ შემთხვევაში, ახლა არის, პირველი, უპირველესი, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ნიკა გვარამია, რომელიც არის პოლიტიკური ტყვე დღეს საქართველოში გავათავისუფლოთ. უნდა შეიცვალოს ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი საქართველოში და გათავისუფლდეს ჩვენი ქვეყანა ამ რეჟიმისგან. ეს არის მთავარი ამოცანები რომლის წინაშეც დღეს დგას ნაციონალური მოძრაობა და იმედია, მე ვულოცავ ახლადარჩეულ თავმჯდომარეს და ვუსურვებ წარმატებებს ამ მიზნების მიღწევაში", - თქვა კობა ნაყოფიამ.
კობა ნაყოფია ამბობს, რომ რჩება პარტიის წევრად და იბრძოლებს, რომ ერთობა შენარჩუნდეს.