ვითარება ფონიჭალაში - დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის ახლობლები სამძებრო სამუშაოებში ერთვებიან

გამოქვეყნდა:

დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის მეზობლები, ოჯახთან ერთად, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ გოლთეთში წასვლას და სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობას აპირებენ. ადგილზე მნოხალისეთა ჯგუფიც შეიკრიბა, რომელიც გოგოს ახლობლებს ძებნაში სახმარებას სთავაზობს.

ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, გუშინდელი საპროტესტო აქციის შემდეგ არანაირი სიახლე არ არის და გამოძიება ოჯახს კვლავ არ აქცევს სათანადო ყურადღებას. უცნობი რჩება ისიც, მოიხერხდა თუ არა 23 წლის პროგრამისტის კომპიუტერის პარლის დადგენა.

თამაზაშვილი აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქმეში არ არსებობს ხელჩასაჭიდი მტკიცებულებები, იგი არცერთ ვერსიას არ გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მას შემდეგ, კვალი ქრება. ამ დრომდე არ უპოვიათ მისი მანქანაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი