ბელარუსი და რუსეთი სამხედრო მაღალჩინოსნებისთვის საერთო წვრთნებს ჩაატარებენ

გამოქვეყნდა:

ბელარუსი და რუსეთი ორ-კვირიან საერთო სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს, რომელშიც მონაწილეობას სამხედრო გენერლები და მაღალჩინოსნები მიიღებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

როგორც უწყება განმარტავს, ორი ქვეყნის სამხედრო დეპარტამენტის წარმომადგენლები შეიმუშავებენ ერთად მოქმედების საერთო გეგმას, რომელიც "უკანასკნელ წლებში მომხდარ სამხედრო კონფლიქტების გამოცდილებაზე იქნება დაფუძნებული".

მათივე თქმით, საერთო წვრთნების მთავარი მიზანია, რომ "ორი ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნებმა უკეთ შეძლონ კოორდინირებული მუშაობა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი