ძალიან მალე გააგდებენ, როგორც ნიკა მელია გააგდეს - კალაძე ხაბეიშვილზე

გამოქვეყნდა:

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახლადარჩეული თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის "დასმული ხელქვეითია".

კალაძე ამბობს, რომ ხაბეიშვილს მალე "ჩამოიშორებენ, ისე როგორც, ნიკა მელია გააგდეს". 

"რეალურად, ხაბეიშვილი ვინ არის? ხაბეიშვილი არავინ არ არის საერთოდ. ხაბეიშვილი არის ამ ადამიანების [მერაბიშვილი-კეზერაშვილი] მიერ დასმული ხელქვეითი, დროებით ისიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ჩამოაშორებენ და გააგდებენ თანამდებობიდან, როგორც ნიკა მელია გააგდეს. ჩვენ ვნახეთ, როგორი ბინძური მეთოდებით ებრძოდნენ ისინი ერთმანეთს. ეს მათი ხელწერაა, შეუძლებელია შეიცვალონ ეს ადამიანები და ამ პარტიის სულისკვეთება, თავისი ფარული ჩანაწერებით, თავისი შეურაცხყოფით, განცხადებებით ერთმანეთის მიმართ, ეს მათი საქმეა, მე არ მინდა ჩავერიო პარტიულ საქმიანობაში, თუმცა ეს ცხადია და ყველანაირად გამოკვეთილია, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გახლავთ კეზერაშვილი-მერაბიშვილი", - თქვა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან პარტიის ამომრჩეველთა ხმების 52.58% მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი