რუსებმა ვოლგოგრადს დროებით ისევ „სტალინგრადი“ დაარქვეს

გამოქვეყნდა:

მეორე მსოფლიო ომის დროს, სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, ვოლგოგრადში საგზაო ნიშნები წარწერით „ვოლგოგრადი", დროებით წარწერა „სტალინგრადით“ ჩაანაცვლეს

2013 წელს, ვოლგოგრადის საქალაქო სათათბირომ გადაწყვიტა ქალაქისთვის "სტალინგრადის" სახელი დაებრუნებინა წელიწადში ათი დღე. მათ შორის - 2 თებერვალს - სტალინგრადის ბრძოლაში საბჭოთა ჯარების გამარჯვების დღეს, ასევე  მეორე მსოფლიო ომის დასრულების დღეს, გმირების დღეს და ა.შ.

1-2 თებერვალს ვოლგოგრადის რეგიონში დასვენების დღეებია გამოცხადებული. რეგიონში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი სამხედროებისა და ვეტერანების მონაწილეობით. ასევე, 2 თებერვალს იგეგმება სამხედრო აღლუმი, რომელსაც სავარაუდოდ პუტინიც დაესწრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი